Tuesday, April 24, 2012
Monday, April 23, 2012
ღირშესანიშნაობები
ქრისტეს ქანდაკება
Y რიო-დე-ჟანეიროs siamaye

დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.
მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.
2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.
2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98
რიოს კარნავალი
მსოფლიოს ყველაზე დიდი კარნავალი
რიოს კარნავალი
პირველად 1840 წელს ჩატარდა და მას მერე ტრადიციად იქცა. ამჟამად რიოს
კარნავალი პლანეტის ყველაზე გრანდიოზულ, ლამაზ და იმავდროულად ხმაურიან
შოუდ არის აღიარებული.
ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას უამრავი ტურისტი სტუმრობს. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალიან მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მ
ოვლენა
პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების მიერ.
ბრაზილიიის ცნობილი კარნავალი სათავეს პორტუგალიელების მარხვის წინმსწრები
ზეიმიდან იღებს - სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ქაოტური ღონისძიება,
რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს,
რაც ხშირად ნგრევით და არეულობით სრულდებოდა. 1917 წლიდან კარნავალში
სამბის ელემენტები შემოიტანეს. სამბა ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას,
აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავია. დღეს რასაც ჩვენ სამბას
ვუწოდებთ, შავკანიანი გადასახლებული მოსახლეობის უკან დაბრუნების აღსანიშნ
ავი
დღის შედეგია. დღესდღეობით კარნავალი ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ.
პირველი სკოლა 1928 წელს დაარსდა. კარნავალი არის ყველაზე ცნობილი და
სასურველი დასვენების ფორმა ბრაზილიაში და ეს ღონისძიება მთელი
კვირა გრძელდება. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის
მასშტაბით და განსაკუთრებით, სანაპირო ზოლის ქალაქებში ზეიმი 24 საათიან
რეჟიმში იმართება . სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80%, ბრაზილიას
კი ტურისტების 70% სტუმრობს წლიური წილიდან. მთავრობას მობილიზებული
ჰყავს ჯგუფები სიფრთხილის შენარჩუნების მიზნით. კარნავალის სპეციალური
ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს”
ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის
სრულუფლებიანი მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში
ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.
კარნავალს უზარმაზარი ფიგურები ამშვენებს, მაგალითად, წელს მაიკლ ჯექსონის ფიგურაც დადგეს. დღესასწაულს კი ისეთი ცნობილი სახეები ესწრებიან, როგორიცაა პარის ჰილტონი, მადონა, ფეხბურთელი რონალდო და სხვა.

ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას უამრავი ტურისტი სტუმრობს. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალიან მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მ


კარნავალს უზარმაზარი ფიგურები ამშვენებს, მაგალითად, წელს მაიკლ ჯექსონის ფიგურაც დადგეს. დღესასწაულს კი ისეთი ცნობილი სახეები ესწრებიან, როგორიცაა პარის ჰილტონი, მადონა, ფეხბურთელი რონალდო და სხვა.
http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/03/blog-post_08.html
Tuesday, April 17, 2012
ბრაზილია

მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია,პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ. საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.
ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული მთათა სისტემები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.
ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს. იგი აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან, სადაც ჭარბობს გრანიტი, გნეისი, კვარციტი. ეს ყველაფერი დაფარულია დანალექი ქანებით. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
მთიანეთი დასავლეთით გადადის პანტანალის ვაკეში, ხოლო სამხრეთით - ლა-პლატის დაბლობში. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება ამაზონის დაბლობს, რომლის ფართობიც 1.6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.
ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გეოლოგიურიაგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში რკინის, მანგანუმის, ქრომიტების,ბარიტის, პირიტის, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა ტიტანის, ვოლფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის დაკალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
- ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო-და-ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ამაზონი 3.500 (სულ 6.280),პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700);უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
- ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები,პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
- http://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია
- http://www.google.ge/imgres?imgurl=https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh4qiUWfs7PZXJyvGCtXFCNHiHcJQ5JP3lTx4VytjDNZl1ScOcuQL56zUiXKwHIzF4hWYgocdlGGUE8d_0RibYnVi_EJDDUTn7aubd1D7Jd6g63BW3bll2B67xIKffdvGibCnDguJ6hBEkX/s1600/ბრაზილია.jpg&imgrefurl=http://maxo7.blogspot.com/2012/03/blog-post_889.html&usg=__AFfbFhXUn5KKju7dwwda-sdQ_mY=&h=317&w=460&sz=31&hl=ka&start=6&zoom=1&tbnid=jBKd_pFD6YZoKM:&tbnh=88&tbnw=128&ei=UDyNT9azGM3MtAbkuvzDCQ&prev=/search%3Fq%3D%25E1%2583%2591%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590%25E1%2583%2596%25E1%2583%2598%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DN%26gbv%3D2%26tbm%3Disch&um=1&itbs=1
კლიმატი

ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.
ქვეყნის მტელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული კლიმატი ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი ზაფხულით და თბილი (17-20 გრადუსი),მშრალი ზამთრით. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის სოფლის მეურნეობის კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.
http://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია
http://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია
Subscribe to:
Posts (Atom)