Tuesday, April 17, 2012

ბრაზილია



 

მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაიარგენტინაპარაგვაიბოლივია,პერუკოლუმბიავენესუელაგაიანასურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ. საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.
ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული მთათა სისტემები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.
ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს. იგი აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან, სადაც ჭარბობს გრანიტიგნეისიკვარციტი. ეს ყველაფერი დაფარულია დანალექი ქანებით. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
მთიანეთი დასავლეთით გადადის პანტანალის ვაკეში, ხოლო სამხრეთით - ლა-პლატის დაბლობში. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება ამაზონის დაბლობს, რომლის ფართობიც 1.6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.
ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გეოლოგიურიაგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში რკინისმანგანუმისქრომიტების,ბარიტისპირიტის, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა ტიტანისვოლფრამისკობალტისკალისაზბესტის დაკალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.

No comments:

Post a Comment