Tuesday, April 17, 2012

კლიმატი


 კლიმატი
ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.
ქვეყნის მტელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული კლიმატი ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი ზაფხულით და თბილი (17-20 გრადუსი),მშრალი ზამთრით. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის სოფლის მეურნეობის კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.
http://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია

No comments:

Post a Comment